17 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
"კატასტროფაა ეს "ქართული ოცნებისთვის" ყველა საკვანძო საკითხში" - ოპოზიცია NDI-ს კვლევაზე

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს ოპოზიციის წევრები აფასებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მონაცემები "ქართული ოცნების“ მმართველობის დასასრულის მომასწავებელია.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ამ შედეგებით, ყველა ანტირეკორდი მოხსნა.

“კატასტროფაა ეს "ქართული ოცნებისთვის" ყველა საკვანძო საკითხში. "ქართულმა ოცნებამ" მოხსნა ანტირეკორდი, აქვს თუ არა "ქართულ ოცნებას" ზრდის პერსპექტივა, მე გეტყვით, რომ ამ კვლევის მიხედვით - არა. თუ ავიღებთ "ქართულ ოცნებას" თავის სატელიტ "პატრიოტთა ალიანსით" და აქეთ ავიღებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვფიქრობთ, რომ დავამარცხოთ "ქართული ოცნება", არის ციფრები 34/24-ზე ოპოზიციის სასარგებლოდ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრი მონაცემებს ხელისუფლებისთვის კატასტროფულს უწოდებს.

“ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი ხელისუფლებისთვის, დაიკლო იმიტომ რომ მათ გადააგდეს ხალხი, გადააგდეს საკონსტიტუციო რეფორმაზე, გადააგდეს ეკონომიკურ განვითარებაზე, გადააგდეს ყველა იმ დანაპირებზე, რომელიც მათ გასცეს,“ - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

 

დღის ამბები