17 მაისი 2024,   12:44
ვრცლად
სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა - უჩა ნანაუაშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მისმა თანაგუნდელებმა ინფორმაცია ყოფილ სახალხო დამცველსა და "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელს უჩა ნანუშვილს მიაწოდეს.

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერებმა უჩა ნანუაშვილს საქმის ის მასალები გააცნეს, რომელიც, მათი განმარტებით, ხარვეზებსა და დარღვევებს შეიცავს.

უჩა ნანუშვილი ოქრუაშვილის თანაგუნდელების პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ  საქმეში პოლიტიკური ნიშნით დევნის ნიშნები იკვეთება.

"ჩვენ მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია იმ სიახლეებთან, რომელიც სასამართლოში ხდება. ესენია - დაჩქარებული პროცესი, მოსამართლე არ ცდილობს, რომ დეტალებში ჩაეძიოს და საერთოდ, გაერკვეს, თუ რა ჩვენებებით არის ირაკლი ოქრუაშვილი დაპატიმრებული," - განაცხადა "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა კოტე კემულარიამ. 

"ამ საქმის მიმართ თავიდანვე გაჩნდა სამკაოდ ბევრი კითხვის ნიშანი. სამწუხაროდ, პროცესის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ ეს კითხვის ნიშნები კიდევ უფრო გამრავლდა. საქმეში ბევრი ხარვეზია. ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს ამ საქმის განხილვას. იკვეთება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნის მომენტები," - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები