17 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
"იქმნება გვერდები, როგორც საინფორმაციო სააგენტოები, რეალურად კი ტროლები არიან" - როგორია "ბოტების" გავლენა საზოგადოებაზე

რა გავლენას ახდენენ ტროლები საზოგადოებრივ აზრზე და როგორ უნდა მოხდეს ყალბი ფეისბუქ გვერდების იდენტიფიცირება - საკითხი სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა შეისწავლა.

პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ განიხილეს, თუ ვინ და რატომ იყენებს "ტროლებსა" და "ბოტებს". მათ შორის დასახელდნენ, როგორც მმართველი ასევე ოპოზიციური პარტიები. კვლევის ავტორების თქმით, აუცილებელია ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე მიდგომა გამკაცრდეს.

"სამწუხაროდ ამ მეთოდს იყენებენ, როგორც პოლიტიკური ძალები ასევე, სხვა საზოგადოებრივი დაჯგუფებებიც, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური მიზანი, მაგრამ ამას მასიურად იყენებენ პოლიტიკური ძალები.

ძალიან დიდი წვლილია ე.წ საინფორმაციო სააგენტოების ამ საქმეში, ანუ, იქმნება გვერდები, როგორც საინფორმაციო სააგენტოები, რეალურად კი ისინი ტროლები არიან," - განაცხადა სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბოძემ.

დღის ამბები