17 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
"პოლიტიკურად მართული პროცესი" - "გაბედეს" წევრებმა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტი პროტესტის ნიშნად დატოვე

ირაკლი შოთაძის კვლავ გენერალურ პროკურორად შესაძლო დანიშვნა - მოძრაობა "გაბედემ" პროტესტის ნიშნად ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქცია გამართა, რის შემდეგაც უნივერსიტეტის რექტორს არჩილ ფრანგიშვილს შეხვდნენ და შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

არჩილ ფრანგიშვილის განმარტებით, შოთაძე მაღალკვალიფიციური კადრია, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და სწორედ ამიტომ წარადგინეს მისი კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე.

მოძრაობა "გაბედეს" წევრებისთვის არჩილ ფრანგიშვილის პასუხი და არგუმენტები მიუღებელი აღმოჩნდა, პროტესტის ნიშნად კი შეხვედრა დატოვეს. "გაბედეს" წევრები პროცესს პოლიტიკურად მართულს უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორობის პოსტზე, ყოფილი მთავარი პროკურორის, კანდიდატურა ტექნიკურტმა უნივერსიტეტმა წარადგინა.

დღის ამბები