01 ივნისი 2024,   16:51
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის თაობაზე არ დააკმაყოფილა

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

როგორც პირველმა პირმა განმარტა, ახლა ქვეყანაში სტაბილურობა მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ვერ დაუშვებს პრემიერის პოსტიდან წასვლას. თუმცა, მან გარკვეული საკადრო ცვლილებები არ გამორიცხა.

ალექსი გონჩარუკმა ზელენსკის გადადგომის შესახებ წერილი მას შემდეგ გაუგზავმა, რაც მთავრობის სხდომის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც მინისტრები პრეზიდენტს არაკომპეტენტურს უწოდებდნენ.

დღის ამბები