12 მაისი 2024,   23:24
ვრცლად
თავდასხმა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურის მოლარე ოპერატორზე - დაკავებულია უცხოეთის 1 მოქალაქე

თბილისში, ვალუტის ერთ-ერთ გადამცვლელ ჯიხურს თავს დაესხნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მოლარე ოპერატორს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სასტიკად ნაცემია და თავდამსხმელები მის გაგუდვას ცდილობდნენ.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოლარე ოპერატორი სავალუტო ჯიხურს კეტავდა. თავდამსხმელები სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი უკვე დააკავეს, დაზარალებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებული ქალი ხიჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანილი, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ერთი პირი უკვე დაკავებულია, პოლიცია მეორე პირს ეძებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები