22 დეკემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"ფაქტი, რომ ვერ შეძელით დაპირების შესრულება საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს" - ევროპარლამენტარი 

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას ევროპარლამენტარების მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. გაკეთდა კრიტიკული შეფასებები. საუბარი შეეხებოდა პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და პოლიტიკური ოპონენტების დევნას.

ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ ხაზი გაუსვა საქართველოს მოსახლეობაში ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიამ უკან დაიხია. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება არ შეასრულა.

"ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს. არსებობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ივანიშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში, ეს არის ის რაღაც, რაც ძალიან ძნელი მისაღებია. ის ფაქტი კი, რომ "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ გამოძიება 5-წლიანი სიჩუმის შემდეგ დაიწყო, ძალიან სიმბოლურია," - განაცხადა კალიანტემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულება მოითხოვეს სხვა ევროპარლამენტარებმაც. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ლიმიტირებული იქნება.

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია.

დღის ამბები