22 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმიურ გამოკვლევებს იტარებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმიურ გამოკვლევებს იტარებს. როგორც ილია მეორის პირადი ექიმი ცისანა შარტავა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, მდგომარეობა გაუარესებული არაა და სტაციონარში გადაყვანა მხოლოდ საკუთარი და ოჯახის სურვილით გახდა საჭირო.

"გეგმიურად, ყოველ წელს, თებერვალში, დღესასწაულები რომ ჩაივლის, მერე ყოველთვის გეგმიურ გამოკვლევას ვაკეთებთ, ან საქართველოში ან საზღვარგარეთ. ახლა რომ ჩამობრძანდებოდა, თბილისში უნდა გაეკეთებინა გამოკვლევები. იქ მოინახულეს თავისმა ახლობლებმა და შესთავაზეს, ბათუმში კარგი კლინიკაა და იქ კეთდება გამოკვლევები," - აღნიშნა პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ. 

აჭარის ეპარქიის პრეს სპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და კვლევები პროფილაქტიკის მიზნით უტარდება.

"2018 წლის შემდგომ, მას არ ჩაუტარებია კვლევა და ახლა გადაწყვიტა, რომ გამოიკვლიოს თავის ჯანმრთელობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაზიანებული არ გახლავთ, თავს კარგად გრძნობს,“ - ამბობს სასულიერო პირი. 

დღის ამბები