20 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
მიტოვებული ახალშობილი ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანამ ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის პატარის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალშობილი ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მედიკოსების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

"ახალშობილი შემოყვანილი იყო და მას აღენიშნებოდა დაბალი ტემპერატურა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მუდმივად ხდება მისი სასიცოცხლო პარამეტრების კონტროლი, ჩატარებული გვაქვს რიგი კვლევები და იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ," - განაცხადა ჟვანიას კლინიკის ექიმმა ხათუნა ლომაიამ.

დღის ამბები