სირიის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების კონტროლირებადი ქალაქების ნაწილი დაიკავა. კერძოდ, ბაშარ ალ-ასადმა კონტროლი იდლიბის პროვინციის 6 ქალაქზე მოიპოვა.
რუსეთის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბსა და ალეპოში ავიაიერიშები რამდენიმე კვირის წინ განაახლეს. თავდასხმებს ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ.
იდლიბი სირიაში ერთადერთი პროვინციაა, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.