17 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
"დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით" - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ლავროვის შესაძლო ვიზიტს ეხებოდა.

როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომელიმე წევრი ქვეყნის საქართველოში არშემოშვება გამოიწვევს სანქციებს, რაც მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია.

"რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით. სწორედ ეს სანქციები უნდა ოპოზიციას, რომ "ქართული ოცნების" პირობებში დაედოს საქართველოს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გავრილოვის აზრი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

"საერთოდ არ მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით გავრილოვი. მე პირადად არ მაინტერესებს იმ ადამიანის აზრი, რომელიც აბსოლუტურად პროვოკაციულად მოთავსდა საქართველოს თავმჯდომარის სკამზე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები