19 მაისი 2024,   03:35
ვრცლად
სამი ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა ხალხი - CRRC კვლევას აქვეყნებს

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების კვლევის შედეგები გა​მოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით მთავარ საკითხად გამოკითხულები ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებენ. უმრავლესობა ფიქრობს, რომ საშინაო პოლიტიკა საქართველოში არასწორი მიმართულებით მიდის.

პოლიტოლოგი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება დასავლეთის და ევროკავშირის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რომ ძალიან დიდი ნაწილი ქვეყნის იყურება დასავლეთისკენ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, ასევე ისინი მთავარ საფრთხედ აღიქვამენ რუსეთს,"- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძე.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის "CRRC - საქართველოს" კვლევების დირექტორი დავით სიჭინავა აცხადებს, რომ საზოგადოებაში სამი ყველაზე სანდო ინსტიტუცია დასახელდა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ არის სამი ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა ხალხი, ეს არის არმია, რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტი და პოლიცია. ხალხი ყველაზე ნაკლებად ენდობა პოლიტიკურ პარტიებს, ესეთი დაბალი უნდობლობა პირველად დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მიმართ,"- განაცხადა დავით სიჭინავამ.

დღის ამბები