22 ნოემბერი 2024,   23:54
ვრცლად
თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს - მათ ოქროს მოპარვა ედებათ ბრალად

თურქეთში სპეცოპერაციის დროს, საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. თურქი სამართალდამცველების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივკი ჯგუფის წევრები ორ სხვადასხვა ქალაქში დააკავეს, მათ ბრალად 250 ათასი ლირის ღირებულების ოქროს მოპარვა ედებათ.

ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ის ტექნიკური მოწყობილობები, რომლებსაც მძარცველები ბინების ქურდობის დროს კარის გასახსნელად იყენებენ.

დღის ამბები