17 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
გავრილოვს მცდელობა აქვს, რომ მეტი დაძაბულობა შემოიტანოს პოლიტიკურ ასპარეზზე - ვოლსკი

"კანონი არ იქნება დარღვეული" - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გააკეთა. გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე სერგეი გავრილოვის გამოხმაურებას აფასებს.

გია ვოლსკის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებზე რუსი პოლიტიკოსების შეფასებები ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას ემსახურება.

"პრემიერ-მინისტრმა ამაზე გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. კანონი არ იქნება დარღვეული. რუსი პოლიტიკოსის განცხადებების შეფასება ამ პერიოდში, მით უმეტეს, გავრილოვის, მხოლოდ შეიძლება ერთი რაკურსით. ეს არის მცდელობა იმისა, რომ კიდევ მეტი დაძაბულობა შემოიტანოს პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოში. გავრილოვი, ჯობდა არ ჩამჯდარიყო იმ სავარძელში, რამაც არანაირად არ გამოიწვია პოლიტიკური გავლენა საქართველოს ხელისუფლების საგარეო, თუ საშინაო მიმართულებებზე, მაგრამ განაპირობა გარკვეული დაძაბულობა. ზუსტად იცის ეს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოში რუსეთის დელეგაციის შესაძლო მასპინძლობასთან დაკავშირებით სერგეი გავრილოვი გამოეხმაურა. რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის თქმით, თუ ზურაბიშვილის სიტყვები გამართლდება, მართლმადიდებელი დეპუტატები მზად არიან თბილისში გამოემგზავრონ.

დღის ამბები