17 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
"ტორპედოს" გულშემატკივრები ქუთაისის მერიას იტალიელ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარებას სთხოვენ

"ტორპედოს" გულშემატკივრები ქუთაისის მერიას იტალიელ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარებას მოუწოდებენ. მათ ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

ფანკლუბის წევრები აცხადებენ, რომ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ იტალიელ ინვესტორ ფაბიო მანინთან, რომელიც კლუბში ინვესტიციის განხორციელების მზაობას გამოთქვამს. მათი თქმით, თუ ხელშეკრულება დროულად არ გაფორმდა და დავალიანება არ დაიფარა, გუნდი მეოთხე ლიგაში გადავა.

აქციის მონაწილეებს მერიის იურისტმა უპასუხა. ირაკლი გიორგაძე მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცალსახად არ ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ პროცესში რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორია, მათ შორის ყოფილი მფლობელის, ზაალ ჩაჩავას მიერ კლუბის წინაშე არსებული 1 200 000 ლარიანი დავალიანება, რომელიც   ჩაჩავამ უკვე აღიარა, თუმცა, თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია. ირაკლი გიორგაძე პირობას დებს, რომ "ტორპედოს" საკითხი სალიცენზიო ვადის ამოწურვამდე, სამ თებერვლამდე, გადაწყდება.

"ტორპედოში" პრობლემა გასულ წელს დაიწყო.

დღის ამბები