17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
სუიციდის პრობლემა ახალგაზრდებში - საპატრიარქოში ერთიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით მორიგი შეხვედრა გაიმართა

"უწყვეტი განათლების მენტალური უსაფრთხოების პერსპექტივები" - საპატრიარქოში ამ სახელწოდებით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის მიზანი უწყვეტი განათლების პროცესის მენეჯერების და მოზარდების მენტალური უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების შემუშავებაა. კონფერენციის მთავარი მიზანი ერთიანი სამოქმედო გეგმის შედგენაა.

შეხვედრას კანონმდებლები, შინაგან საქმეთა, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ფსიქოლოგები ესწრებოდნენ.

როგორც დეკანოზი და საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, შეხვედრების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში სუიციდის პრობლემების გადაჭრაა. 

"ეს არის მეორე შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით. საკითხი ეხება ჩვენს ქვეყანაში სუიციდის პრობლემებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანი არის, რომ ამაზე მოხდეს აქცენტის გაკეთება სახელმწიფოს მხრიდან და რომ ყველა რესურსი და საერთაშორისო გამოცდილება იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ სკოლაშიც და საზოგადოებაშიც, სატელევიზიო სივრცეშიც ხდებოდეს აი ამ პრობლემის გათვალისწინება," - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები