17 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
სახელმწიფოს უსახლკარობის პრობლემის მოსაგვარებლად გრძელვადიანი ხედვა არ გააჩნია - მესამე სექტორი

უსახლკარობის პრობლემასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგიონალური კომიტეტი ფართომასშტაბიან განხილვას იწყებს. თუმცა, სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს გრძელვადიანი გეგმა არ გააჩნია და დღეს პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრაზე რეკომენდაციების წარსადგენად ემზადება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამთა ჯანაშია აცხადებს, რომ
ხელისუფლება საკითხს ზედაპირულად უყურებს და აუცილებელია მსგავსი თემატური შეხვედრები უფრო ხშირად შედგეს.

"სახელმწიფოს უსახლკარობის და საცხოვრისის სტრატეგია და ხედვა არ გააჩნია. სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით მიღებული ზომები არის ძალიან ფრაგმენტული. ცალკეულ, დიდ ქალაქებში გვაქვს სერვისები, თუმცა არის ხარვეზიანი და ნაკლებად არის გრძელვადიან გადაჭრაზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად მიუდგეს სახელმწიფო და სისტემურად მოაგვაროს არსებული პრობლემა,"- განაცხადა თამთა ჯანაშიამ.

ბრალდებას, საკითხის არასერიოზულად აღქმასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში არ იზიარებენ. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ სახელმწიფოს მსგავსი პრობლემების გადაჭრა კონსტიტუციით აქვს დაკისრებული. 

"იმაზე, რომ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს მეტყველებს ის, რომ ასეთი თემატური მოკვლევის ჯგუფი იწყებს მუშაობას პარლამენტში. მეორე: - ჩვენ კონსტიტუციაში განვსაზღვრეთ სოციალური სახელმწიფოს ცნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს წარმოშობს ახალ ვალდებულებებს სახელმწიფოსთვის, მათ შორის ამ მიმართულებით. ასე რომ, მათ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ სამუშაო იქნება ხარისხიანი, შინაარსიანი, რეკომენდაციებიც იქნება ამგვარი და, რაც მთავარია, პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ უსახლკარობა დაძლეულ იქნას,"- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დღის ამბები