17 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
ყოველი ახალი ანგარიში რუსეთს უფრო და უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს, ეს პოლიტიკური წნეხია - რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოზე

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დასკვნას, რომელიც საბჭოს წევრ ქვეყნებთან დაკავშირებით მომზადდა, საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ. საქართველოსთან მიმართებაში შეტანილ შესწორებებთან დაკავშირებით ქართული დელეგაციის წევრებს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შენიშვნები ჰქონდათ.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში საუბარია პროპორციულ არჩევნებთან, სასამართლო სისტემასთან და ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებთან დაკავშირებით ყოველწლიურად მზადდება.

დასკვნა არაობიექტურად შეაფასა რუსეთის დელეგაციამ. რუსეთის დელეგაციის წევრმა ირინა რუკავიშნიკოვამ აღნიშნა, რომ საბჭო ამგვარ დასკვნებს პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს. 

"ყოველი ახალი ანგარიში რუსეთს უფრო და უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს, რომლებიც წარმოდგენილია როგორც შეუსრულებელი ვალდებულება, რასაც შემდეგ პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებენ. ფაქტობრივად ეს პოლიტიკური წნეხია. მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთი ღიაა მონიტორინგისთვის, მაგრამ პროცედურა სამართლიანი უნდა იყოს. ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ანგარიში უსამართლოა, არაობიექტური და მას მხარი არ უნდა დაუჭიროთ,"- განაცხადა რუსეთის დელეგაციის წევრმა ირინა რუკავიშნიკოვამ.

დღის ამბები