17 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
ნათია თურნავა ანაკლიის პორტის განხორციელებაში "იბიარდის" შესაძლო ჩართულობას არ გამორიცხავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არ გამორიცხავს "იბიარდის" შესაძლო ჩართულობას ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის განხორციელებაში.

მისი თქმით, ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკი, ტენდერის ჩატარების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

"ანაკლიის პორტი ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება, ეს არის პოლიტიკური სტრატეგიული პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ჩვენი ეკონომიკურ-სატრანსპორტო სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელსაც უპრეცენდენტო მხარდაჭერა ჰქონდა და ისევ ექნება სახელმწიფოდან.

ეს მაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ პროექტი განხორციელდება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კვლავაც იჩენს ინიციატივას, რომ ტენდერის გამართვის პროცესშიც კი დაგვეხმაროს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ანაკლია კვლავაც არის ნომერ პირველი სტრატეგიული პრიორიტეტი," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

დღის ამბები