21 სექტემბერი 2024,   05:00
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების ცენტრი მედიასაშუალებებს კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას აქტიურ კომუნიკაციას სთხოვს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყების პრესსამსახურთან აქტიურ კომუნიკაციას სთხოვს.

"მნიშვნელოვანია, მედიის წარმომადგენლებმა მიიღონ ინფორმაცია, თუ რა დროს, სად, რა მანძილის დაცვით და უსაფრთხოების რა კონკრეტული ნორმების გათვალისწინებით უნდა იმუშაონ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხის თითოეული შემთხვევის დროს," - აცხადებენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, გაეცნოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მითითებებს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სრული მზადყოფნა შესაძლო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში პირადი უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ.



დღის ამბები