მაჩაბლის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცსა და მის დეიდას გადაუდებელი ოპერაცია გვიან ღამითვე, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ. კლინიკაში მყოფი ახლობლების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
37 წლის მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა მკერდის არეში, ქალს კი ფეხის არეში აქვს მიყენებული. ოჯახის ახლობლები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.
შემთხვევა დღის ბოლოს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.