20 მაისი 2024,   05:52
ვრცლად
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის მსურველ კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენს

გენერალური პროკურორობის მსურველი კანდიდატების შერჩევა გრძელდება - საპროკურორო საბჭოს წევრები გასაუბრების პროცესს დღეს განაახლებენ. საბჭო დღეს მთავარი მბრალდებლის სტატუსის მსურველ კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენს.

საპროკურორო საბჭოს წევრები დღეს დავით კოდანაშვილსა და სოფიო შენგელიას მოუსმენენ.

გენერალური პროკურორობის მსურველ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება საპროკურორო საბჭოს წევრებმა გასულ კვირას დაიწყო. კონკურში ამ დროისთვის 15 კანდიდატი მონაწილეობს, ორმა კანდიდატმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 

დღის ამბები