15 მაისი 2024,   07:41
ვრცლად
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიკროავტობუსი დაიწვა

დაახლოებით ერთი საათის წინ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. მიზეზი ხანძარია, რომელიც მიკროავტობუსს გაუჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანა გაუმართავი ელექტრობის გამო აალდა. მძღოლმა ტრანსპორტიდან გამოსვლა დროულად მოასწრო და არ დაშავებულა.

ადგილზე მისულ სახანძრო ბრიგადას მანქანა უკვე დამწვარი დახვდა. მიკრო ავტობუსი კომპანია "პე-ეს-პეს" ეკუთვნის.

დღის ამბები