20 მაისი 2024,   06:52
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და რეგიონის ყოფილ თავმჯდომარეებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

საქმე ეხება ბათუმის ახალ ბულვარში მშენებარე საცხოვრებელ კორპუსს.

როგორც გელა დეკანაძემ განაცხადა, მშენებელ კომპანიას მიწის ნაკვეთი სანაპირო ზოლში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით დადგენილ ტარიფზე იაფად მიჰყიდა.

დეკანაძის ინფორმაციითვე, კომპანიას  დარღვევები ჰქონდა, თუმცა ის არ დაუჯარიმებიათ.

დღის ამბები