19 მაისი 2024,   05:21
ვრცლად
ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება მიმდინარეობს - ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს

ბაღდათში მომხდარი ტრაგედია - ​ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს და სწორედ მათ უნდა დაადგინონ ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვლილი ბავშვების ბებიას მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს. როგორც ის იხსენებს, შემთხვევიდან რამდენიმე წუთით ადრე სიძესთან ერთად მაღაზიაში გავიდა, სახლში დაბრუნებულს კი სახლი ცეცხლის ალში დახვდათ გახვეული, ხანძარი კი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ახალგაზრდა ქალისა და ბავშვების გადასარჩენად სახლში შესვლა ვერ მოახერხეს.

შეგახსენებთ, ბაღდათში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ოთხი ბავშვი, ორსული დედა და ოჯახის ახლობელი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია არ იყო და ცეცხლი სავარაუდოდ, ბუხრიდან გაჩნდა. როგორც ისინი "კურიერთან" ყვებიან, სახლი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მუდმივი საცხოვრებელი არ იყო. ოჯახი იქ 10დღის წინ, შესახლდნენ.

დღის ამბები