19 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
EPP საქართველოს მთავრობას საზოგადოებისა და ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს. პარტიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ევროპის სახალხო პარტია" საქართველოში არსებული კრიზისის გადასაჭრელად ხელისუფლების პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო, იმედგაცრუებას გამოთქვამს.

დოკუმენტში საუბარია ისეთი საარჩევნო სისტემის მიღებაზე, რომელსაც ყველა მხარის ნდობა და მხარდაჭერა ექნება.

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის გამოყენების მცდელობისგან თავშეკავებისა და ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენაც მოუწოდებს. 

დღის ამბები