17 მაისი 2024,   11:37
ვრცლად
თურქეთი არ დაუშვებს, რომ სირიის სამთვარობო ძალებმა იდლიბის ტერიტორიაზე პოზიციები გაიმყაროს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი არ დაუშვებს, რომ სირიის სამთვარობო ძალებმა იდლიბის ტერიტორიაზე პოზიციები გაიმყაროს - განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

ერდოღანმა სირიის საზღვართან დამატებით კიდევ 40 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა გაგზავნა.

იდლიბში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა ავიაიერიშები განახორციელეს, რასაც 8 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

გაეროს ინფორმაციით, დეკემბრის შემდეგ საომარი მოქმედებების გამო ნახევარ მილიონზე მეტი ადგილობრივი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

თურქული მხარე ასადის რეჟიმისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს. იდლიბი სირიაში ერთადერთ პროვინციად რჩება, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. ქვეყანაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. 

დღის ამბები