27 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შეხვდება - თამაში ნელსონ მანდელას იუბილეზე შედგება

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 18 ივლისს, ნელსონ მანდელას იუბილეზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების პირველი, ისტორიული ტესტ-მატჩი გაიმართება.

შეხვედრას პორტ-ელიზაბეტში მდებარე "ნელსონ მანდელა ბაი სთედიუმი" უმასპინძლებს. 

"ბორჯღალოსნებს" სამხრეთ აფრიკასთან ამ დრომდე ერთი შეხვედრა აქვთ გამართული, 2003 წლის მსოფლიო პირველობაზე ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკასთან 46:19 დამარცხდა.

დღის ამბები