22 დეკემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ახალგორის გადასასვლელი შესაძლოა ისევ ჩაიკეტოს

ახალგორის გადასასვლელი შესაძლოა დღეს ისევ ჩაიკეტება. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ვადა ამოწურულია. ამ დროისათვის პენსიონერების მიმოსვლა ჯერ კიდევ დაშვებულია. 

"როგორც ოსური მხარის მიერ არის დაანონსებული, გადაადგილება დღევანდელი დღის ჩათვლით იქნება და შემდეგ ორი თვით დაიკეტება, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მიმოსვლა შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელდეს იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც მხოლოდ ქართულ პირადობის მოწმობას ფლობენ და პენსიებს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ. ამ ხალხში 50 ადამიანია ვინც არ გადმოსულა და პენსია არ აუღია, ამიტომ სანამ ეს ადამიანები არ გადმოვლენ, შესაძლოა იყოს ღია," - აცხადებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

დღის ამბები