27 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
ფოთის მერიაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

ფოთის მერიაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიაყენა. არსებული ინფორმაციით, გიორგი ანთიძე მერიის შენობაში საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით მივიდა.

ახლობლების თქმით ანთიძეები თითქმის 6 წელია რაც უსახლკაროდ არიან დარჩენილები. გიორგის უფროსი ძმა ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია და მისი ჯანმრთელპბის მდგომარეობა უმძიმესია.

ფოთის მერიაში განმარტავენ,რომ ახალგაზრდა მამაკაცს დახმარებისთვის აქამდე არ მიუმართავს. ისინი საკითხს დეტალურად შეისწავლიან და ანთიძეების ოჯახს დახმარებას გაუწევენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები