19 მაისი 2024,   13:49
ვრცლად
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის – ამის შესახებ გადაწყვეტილება მთვარობამ დღეს მიიღო.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად ემზადება. ნათია თურნავა ამ პროცესში გამოცდილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

მინისტრი პირობას დებს, რომ მისი უწყება ტენდერს დროულად, მაღალ დონეზე და გამჭვირვალედ ჩაატარებს. ეკონომიკის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტი ხელისუფლებისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია.

"ლოგიკურია, რომ ხელახლა ტენდერის მომზადება დავიწყოთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამაში ისევ ერთვება ეკონომიკის სამინისტრო. პირობას გაძლევთ, ტენდერი რომ ჩატარდეს დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ, ისე, რომ ეს პირობები ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს, ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ხელშეკრულების გარკვეულ ინვენტარიზაციას. გავითვალისწინებთ ყველა ბოლო ცვლილებას, რაც მასში განხორციელდა ინვესტორის სასარგებლოდ და ასევე ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ პროცესში ვითანამშრომლოთ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები