23 ნოემბერი 2024,   06:08
ვრცლად
მკვლელობა თბილისში - ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს

მკვლელობა თბილისში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს. 

მომხდარის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

ირკვევა, რომ სავარაუდო მკვლელი და მოკლული მეზობლები იყვნენ, მათ შორის დავა იმ ტერიტორიის გამო დაიწყო, სადაც ინდოეთის მოქალაქე სახლს იშენებდა. 

დღის ამბები