20 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
"კარი ჩაკეტილი იყო, რომ აღარ გამოვიდა მეუღლემ შეამტვრია" - გორში სავარაუდოდ CO-თი გაგუდული ქალის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

მხუთავი აირით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, საკუთარი სახლის აბაზანაში დაახლოებით 50 წლამდე ქალი უგონო მდგომარეობაში მეუღლემ ნახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარის მიზეზად გაზის ნამწვის დაგროვება სახელდება.

ოჯახის მეგობრის განცხადებით, ქალს აბაზანიდან გამოსვლა შეაგვიანდა, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ ჩაკეტილი კარი შეამტვრია. 

ქალის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები