19 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
ფოთში ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 26 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" და 5 შეკვრა "კოკაინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-მ გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით დაიწყო.

დღის ამბები