03 მაისი 2024,   22:16
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ვადა ამოიწურა - ახალგორის ე.წ. გადასასვლელი დღეს დილიდან ისევ ჩაკეტეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის ე.წ. გადასასვლელი დღეს დილიდან ისევ ჩაკეტეს - ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" ახალგორის გამგებელმა დაუდასტურა. 

მისივე თქმით, დღეს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარავინ გადმოსულა.

ახალგორის ე.წ. გადასასვლელის შესაძლო ჩაკეტვაზე, ინფორმაცია გუშინ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა გაავრცელა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ვადა ამოწურულია.

დღის ამბები