ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გაბარიტული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე საქმე ადმინისტრაციული წესით არის აღძრული.