19 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავა დღესვე დააკავონ

ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავა დღესვე დააკავონ. გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე განაჩენი უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე საათში უნდა გამოიტანოს. თბილისის ყოფილი მერის ადვოკატმა გასულ კვირას მოსამართლის, შალვა თადუმაძის აცილება მოითხოვა.

დაკმაყოფილდება, თუ არა მოთხოვნა მოგვიანებით გაირკვევა. გიგი უგულავასთან ერთად ამ საქმეზე ბრალი კიდევ 4 პირს აქვს წარდგენილი.

გიგი უგულავას უფლებადამცველი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ პროცესი პოლიტიკურ დევნას ჰგავს, მისი თქმით საქმეში ამის უამრავი დასტურია.

"პროცესი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მოტივირებული ამის დამადასტურებელი კი არის ის, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ქვეყნის მთავარი ბრალმდების ადგილს იკავებდა დღეს მოსამართლედ გვევლინება ამ საქმეზე. ეს საქმე ჩაინიშნა ზეპირი მოსმენით ისე, რომ დაცვის მხარეს არ აქვს საშუალება არგუმენტები წარადგინოს,"- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები