19 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.  დელეგატებმა დარგში არსებული ვითარება და გასული წლის შედეგები შეაჯამეს.

კონფერენციაზე ითქვა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის და დარგის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

მეთხილეთა ასოციაციაში სულ 15 ათასი ფერმერია გაერთიანებული.

"ვზეიმობთ მოსავლიან და წარმატებულ წელწადს ჩვენს 15 ათას ფერმერულ ოჯახთან ერთად, 2-3 თვეში ჩვენი რაოდენობა გაორმაგდება" - აცხადებს,  თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, რეგიონმა თხილის წარმოების დარგში არნახულ პროგრესს მიაღწია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის თქმით, ფერმერები ენდნენ საქართველოს ხელისუფლების პროგრამას და დიდი რაოდენობით, მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს, რომელსაც ფასიც შესაბამისი აქვს.

დღის ამბები