20 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
გურიაში ჯიპი მიკროავტობუსს შეეჯახა - დაშავებულთა შორის 6 წლის ბავშვია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ჯიპის მარკის ავტომობილი გზაზე მოცურდა და მიკროავტობუსს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულთა შორისაა 6 წლის გოგონაც, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

შემთხვევა სოფელ ჩიბათში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

დღის ამბები