16 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს - თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა

დაჭრა თბილისში. ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობები ყელის არეში დანით ყოფილმა ქმარმა მიაყენა.

დაშავებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ეჭვმიტანილი ამ დრომდე მიმალულია.

თვითმხილველები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებზე საუბრობენ. ნაწილი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ქალს ჭრილობები მისმა მეუღლემ მიაყენა, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ ქალს უცხო მამაკაცი აედევნა.

"შემოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების მიერ ახალგაზრდა ქალბატონი. ჭრილობა აღენიშნება ყელის არეში, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის იყო, ცირკულარული ჭრილობა იყო 8 სანტიმეტრი, დიამეტრი 0,5, მაგრამ არა სისხლმდენი. ჭრილობა მოიცავდა კანქვეშა ქსოვილს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას არ წარმოადგენს. პაციენტი იმყოფება დინამიური დაკვირვების ქვეშ," - განაცხადა ექიმმა.

დღის ამბები