20 აპრილი 2024,   07:33
ვრცლად
თეთნულდზე დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

თეთნულდზე დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ცხედარს რამდენიმე წუთის წინ მიაკვლიეს. 

უკრაინელი ტურისტი თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავში გუშინ მოჰყვა.  ტურისტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

სამაშველო სამუშაოები დღეს დილით განახლდა, თუმცა ზვავში მოყოლი ტურისტი მაშველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

 ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები