23 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
Nile Rodgers & Chic კონცერტს "ბლექ სი არენაზე" გამართავს

"ბლექ სი არენა"  18 ივლისს Nile Rodgers & Chic-ს უმასპინძლებს.

Nile Rodgers ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა "I Want Your Love", "Le Freak", "Dance, Dance, Dance" და "Good Times." მიუხედავად იმისა, რომ Nile Rodgers ძირითადად დისკოს და ფანკის სტილის მიმდევარი იყო, მის მიერ შექმნილი კომპოზიციებმა პოპმუსიკის მომავლის განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშეს.

David Bowie, Diana Ross, Madonna და გლობალური მუსიკალური სივრცის სხვა ლეგენდებთან თანამშრომლობის ფარგლებში Nile Rodgers & Chic-ის შექმნილი 500 მილიონამდე ალბომი და 75 მილიონზე მეტი სინგლია გაყიდული.  ჯგუფის ბოლო ალბომი "It"s About Time" 2018 წელს გამოვიდა და ის Lady Gaga, Elton John და Craig David-თან კოლაბორაციებს მოიცავს.

Nile Rodgers & Chic-ის გარდა, 2020 წლის სეზონზე "ბლექ სი არენა" არა ერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს.

 Nile Rodgers & Chic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 12 თებერვლის 20:00 საათიდან ვებ გვერდზე www.bsa.ge იქნება შესაძლებელი.

 

 

დღის ამბები