17 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
"მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხის საკანში" - ევროპარლამენტარები უგულავას დაპატიმრებას კრიტიკულად აფასებენ

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი მაიკლ გალერი ეხმაურება. ევროპარლამენტარის განცხადებით, რთული დასაჯერებელია, რომ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.

"საქართველოდან სამწუხარო ამბები მოდის. არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა ისევ ციხეშია. ვისმენთ ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზეც. ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. ეს საფრთხეში აგდებს კონსენსუსს საარჩევნო რეფორმის შესახებ," - წერს გალერი.

სასამართლოს განაჩენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ესპანელი ევროპარლამენტარი. ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებით, - " გიგი უგულავა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხის საკანში," - წერს ნაჩო სანჩეს ამორი "ტვიტერზე".

გიგი უგულავას დაპატიმრების შედეგად გაჩენილ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვაზე საუბრობს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კითხვები ჩნდება როგორც პროცესის, ასევე დაპატიმრების დროსთან დაკავშირებით.

"ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს, მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დღის ამბები