18 მაისი 2024,   09:27
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დონორ საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-თან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და უკვე მიღწეული შედეგი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დონორ საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-თან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს. მხარეები ტურიზმის სფეროში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ ექსპერტებთან ერთად შეიკრიბნენ. დაიგეგმა სამომავლო აქტივობები - შეჯამდა უკვე განხორციელებული პროექტები.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დონორი ორგანიზაცია UASID- ის მხარდაჭერით ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რაც შეეხება ტურიზმის სამოქმედო გეგმის განახლებას და ახალ გამოწვევებზე მორგებას. აღნიშნულ პროცესში ერთად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ჩ ერთად. ჩვენ შევიმუშავეთ ის მონახაზი, რომელიც დაგვეხმარება როგორც სახელმწიფო უწყებას, ისევე როგორც ტურიზმში ჩართულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ერთიანად განვახორციელოთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს დასახულ მიზნამდე, რაც გულისხმობს ტურიზმის განვითარებას, მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანას და სწორ პოზიციონირებას საქართველოს, როგორც აქტიური ტურისტული მიმართულება საერთაშორისო ტურისტულ არეალზე,"-განაცხადა  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა

USAID-ის წარმომადგენლის თქმით, ტურიზმის სექტორის დასახმარებლად მრავალი მექანიზმის გამოყენება მოხდება:

"ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, ასევე კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ საერთო ძალისხმევით ტურისტული პროდუქტების ტრანსფორმირება მოვახდინოთ და მიზნობრივი ბაზრებიდან საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოვიზიდოთ. ჩვენი მიზანია მუდმივად განვაახლოთ, გავაუმჯობესოთ საქართველოს ტურისტული პროდუქტები. ჩვენ ტექნიკურ მხარდაჭერას ვახორციელებთ, ეს მოიცავს საგრანტო პროგრამასაც. გვაქვს ჩვენ ბევრი მექანიზმი გვაქვს, რომ დავეხმაროთ ტურიზმის სექტორს,"-აცხადებს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკორდი.

დღის ამბები