19 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულია 45 ათასზე მეტი ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულია 45 ათასზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, კორონავირუსს ოფიციალური სახელი "ქოვიდ-19" ეწოდა. 

იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო გემზე კი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 179-მდე გაიზარდა. გემზე კარანტინია გამოცხადებული.

ჩინეთის გარდა პნევმონიის გამომწვევი ვირუსის 520 შემთხვევა ფიქსირდება 27 ქვეყანაში. ინფექციის გავრცელება აისახა ჩინეთის ეკონომიკაზეც. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტების ნაწილი.

ვირუსისგან თავიდან ასაცილებლად ქვანახშირის ჩინეთში ექსპორტს დროებით შეწყვეტს მონღოლეთი. კორონავირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გასულ წელს დაფიქსირდა.

დღის ამბები