17 მაისი 2024,   12:18
ვრცლად
პოლიტიკური დიალოგი გართულდა, ბევრი დრო არ დაგვრჩა იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ - ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებამ პოლიტიკური დიალოგის პროცესი გაართულა. 

ჰარცელის თქმით, უგულავას განაჩენის გარემოებებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსში შეკითხვები არსებობს, ევროკავშირის ელჩის განცხადებით, დიპლომატები კვლავ შეეცდებიან, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის განახლების შესაძლებლობა მოძებნონ:

"ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას საქმეს თვალს ვადევნებთ. ჩემ კოლეგებთან ერთად ევროკავშირიდან, საშუალება მქონდა ვერდიქტს გავცნობოდი და დეტალურად განმეხილა. ჩვენ ყველას, განაჩენის გარემოებებთან დაკავშირებით შეკითხვები გვაქვს. აგრეთვე, ვეთანხმებით იმას, რომ ეს მოვლენა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ხელს არ შეუწყობს, რომელიც გამიზნულია არსებული პოლარიზაციის განსამუხტად. ცხადია, პოლიტიკური დიალოგი უფრო გართულდა. ვიცით, ბევრი დრო არ დაგვრჩა იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, ეს გამოწვევაა. ფასილიტატორები განვაგრძობთ ჩვენს მცდელობას და მუდმივად გვექნება მხარეებთან შეხვედრები, ვეცდებით, რომ ვიპოვოთ შესაძლებლობა დიალოგის განახლებისთვის. ამ მცდელობას, ჩემს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად ვახორციელებ," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები