26 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
საქართველოს და სერბეთის ჯანდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე ასევე საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მინისტრს მიღებისთვის. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრი სერბეთში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, მალე გვესტუმრება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება," - განაცხადა სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრმა ზორან ჯორჯევიჩმა

დღის ამბები