დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროს მოწყდა. თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.
ჩაკეტილია ხულოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა. ასევე შეზღუდულია მოძრაობა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.
სასწავლო პროცესი შეწყვეტილია მაღალმთიანი აჭარის ყველა სკოლაში.
აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უხვი ნალექის გამო მაღალმთიანეთში სწავლის პროცესი ერთი დღით გადაიდო.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოს რამდენიმე სოფელს. აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ამ დროისთვისაც ინტენსიურად თოვს.