27 დეკემბერი 2024,   19:03
ვრცლად
ქედის მუნიციპალიტეტში ზვავი ჩამოწვა - უხვმა ნალექმა მაღალმთიანი აჭარის საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა

ქედის მუნიციპალიტეტში ზვავი ჩამოწვა. უხვმა ნალექმა და ქარბუქმა მაღალმთიანი აჭარის საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა. გზების გაწმენდის სამუშაოები, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა, დილიდან განახლდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ძირითად პრობლემად შიდა სასოფლო გზებზე არსებული ნალექი რჩება. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. აჭარის მაღალმთიან რაიონში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბებია შექმნილი. თოვლის საფარი აჭარის მაღალმთიან სოფლებში მეტრ-ნახევარს აღემატება.

"თოვლის საფარი დაახლოებით 1 მეტრს აღწევს, თუმცა მობილიზებულია ყველა სამსახური, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობები, ასევე აჭარის საგზაო დეპარტამენტი და ასევე ცენტრალურ საგზაო დეპარტამენტთან ერთად პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები