26 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
2020 წელს საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 870-მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა

2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო  სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე  სახელმწიფო კონტროლი. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არც ერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნესოპერატორებს  შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

შემოწმებისას ყურადღება ექცევა კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს,  რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.

დღის ამბები